პროექტი


·                                              
                         პროექტის აღწერა


პროექტის სახელწოდება;ვაჟა-ფშაველა.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:გარემო პირობების კავშირი შემოქმედებასთან
პროექტის აქტუალობა:არის თუ არა გენიალობა კავშირში ცხოვრების პირობებთან.
პროექტის მიზნები:ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება ბავშვებში.
მონაწილეთა ასაკი:16-17წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:1თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძლებაშეიქმნას:მოეწყობა მწერლის საღამო.ბავშვები სერიოზულად დაფიქრდებიან იმაზე,რომ სოფელშიც შეიძლება გენიოსები აღიზარდონ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადირესურსები:დაფა,ცარცი,კომპიუტერი,ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადიაქტივობები):მოსწავლეები  კიდევ ერთხელ გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს,ნახავენ ჩარგალს, იმ რეალობას რომელშიც ვაჟა იზრდებოდა,ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ნახავენ იმ სიდუხჭირეს რომელიც შემორჩენილია მწერლის სახლ-მუზეუმში, ნახავენ მის პირად ნივთებს, იქვე გაიხსენებენ ვაჟას ლექსებს ,,სიმღერა''-,,ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ,ვბუბუნებ,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე,მძინარიც ამას ვდუდუნებ'' ,,გული''- ,,გული გავგზავნე ქვეყნადა,სალაღოდ,სანავარდოდა'' და სხვა. ამის შემდეგ ბავშვები იმსჯელებენ როგორი იქნებოდა ვაჟას შემოქმედება მას რომ ქალაქში ეცხოვრა, აიღებენ ინტერვიუებს  შემდეგი კითხვებით: როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ვაჟას მსგავს პირობებში, ჩარგალში და ასე შემდეგ, ხოლო აქ მიღებულ შთაბეჭდილებებს გააცნობენ იმ აუდიტორიას,  რომელიც მწერლისადმი მიძღვნილ საღამოზე ეყოლებათ მოწვეული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:ისტორია,ფოლკლორი,გეოგრაფია.
გეგმასთან კავშირი:ისტორია,ფოლკლორი,გეოგრაფია.









No comments:

Post a Comment