გაკვეთილის გეგმები

   

გაკვეთილს მთავარი თემა
ვაჟაფშაველას ბიოგრაფია; ლექსი ,,დიდი თამარი.
სწავლების საფეხური
მე6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში სწავლობს 25 მოსწავლე.მათ შორის არ არის ინკლუზიური მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები დაინტერესდებიან ვაჟას ბიოგრაფიით, იმით, რომ თამარი ისეთივე აქტუალური იყო ვაჟას დროს, როგორც ადრე, მე-12 საუკუნეში. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტექსტზე დაკვირვების უნარ- ჩვევები, განუვითარდებათ შემოქმედებითი და კვლევითი უნარი.
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში;აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები გაიხსენებენ, რა იციან  ვაჟასა და თამარ მეფის შესახებ, კიდევ რომელ ნაწარმოებში შეხვდნენ თამარ მეფეს.
მოსწავლეებს წინასწარ დაევალათ ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე;
მასწავლებლის დაკვირვება მუშაობის პროცესზე; განმავითარებელი შეფასება /გაკვეთილის გეგმას თან ახლავს ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა/.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო - . როდონაიას ქართული ენა, მე-6 კლასი, კომპიუტერი, პროექტორი, მოსწავლეთა ნახატები.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
I ფაზა -მოლოდინის განსაზღვრა (გამოწვევა)       
მასწავლებელი მოსწავლეებს დაინტერესების მიზნით მოკლედ მოუთხრობს საინტერესო ეპიზოდებს ვაჟაფშაველას ცხოვრებიდან და მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ, რა იციან, რა წაუკითხავთ ვაჟას შესახებ. ბავშვები იხსენებენ წინა წლებში შესწავლილ ნაწარმოებებს, ინტერნეტში  მოძიებულ მასალას,უფროსებისა და მასწავლებლების მონათხრობს -5 წუთი.

II ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
მასწავლებელი კლასს აცნობს მოსწავლეთა ნახატებს, რომლებიც წინასწარ მიეცათ დავალებად. ნახატების თემა, ,მასწავლებლის მითითების მიხედვით, ვაჟა და მისი მოთხრობის გმირები არიან.მოსწავლეები ათვალიერებენ ერთმანეთის ნახატებს და თავიანთ აზრს გამოთქვამენ - 5 წუთი.

მასწავლებელი კლასს წარუდგენს პრეზენტაციას - ,, ვაჟაფშაველას ბიოგრაფია’’, აცნობს ინტერნეტში წინასწარ მოძიებულ ფოტო და ვიდეომასალას; ასმენინებს ვაჟას ლექსებზე დაწერილ სიმღერებს, Google - დედამიწის საშუალებით ათვალიერებინებს ვაჟას მშობლიურ სოფელ ჩარგალსა და სახლ მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს - 10 წუთი.

ბიოგრაფიაზე საუბრის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გაახსენებს წინა წლებში შესწავლილ ვაჟას ლექსებს და გააცნობს ახალ ლექსს ,,დიდი თამარი. იგი ერთ ერთ მოსწავლეს სთხოვს, რომ მხატვრულად წაიკითხოს ეს ლექსი, შემდეგ კი კომპიუტერის საშუალებით მოასმენინებს გიორგი ხარაბაძის მიერ წაკითხულ ამავე ლექსს - 8 წუთი.

ლექსის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი დაინტერესდება იმით, მოეწონათ თუ არა ბავშვებს ეს ლექსი, რა მოეწონათ, რა იციან მათ თამარის შესახებ. იგი კომპიუტერის საშუალებით მოსწავლეებს გააცნობს თამარის ფრესკებს, პორტრეტებს და ესაუბრება იმის შესახებ,თუ როგორ  ეთაყვანებიან ქართველები მეფეწმინდანს - 5წუთი.

ყოველივე ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფებად ყოფს,  უნაწილებს სტროფებს და სთხოვს , ამოიცნონ მასში  გადმოცემული მთავარი სათქმელი, დააკვირდნენ ლექსის საზომს,რითმის სახეობებს - 10 წუთი.


III ფაზა - გამთლიანება (რეფლექსია)
მასწავლებელი ორიოდე სიტყვით შეაჯამებს           გაკვეთილს,მოისმენს მოსწავლეთა აზრს იმის შესახებ,თუ რა გაიგეს, რა მოეწონათ, კიდევ რის გაგებას ისურვებდნენ ვაჟაფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ და მისცემს საშინაო დავალებას:
1.                  დაისწავლონ ლექსი ზეპირად;
2.                  დაამუშაონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული კითხვარები;
3.                  დაწერონ თავისუფალი თხზულება  ,,ჩემი ვაჟაფშაველა-
2 წუთი



გაკვეთილის თემა :  რ. ინანიშვილის " უშიშარი ბიჭი იოსები"
სწავლების საფეხური დისციპლინა : დაწყებითი საფეხური მე-6 კლასი
 მოსწავლეების რაოდენობა: 6 მოსწავლე.
 აქტივობები, მიზნები და მისაღწევი შედეგები: უზრუნველყოს მოსწავლემ, შეძლოს მხატვრული ტექსტის წაკითხვა-გაგება, ანალიზი, იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული პრობლემის შესახებ, შეძლოს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილების გადმოცემა,ენობრივ თავისებურებაზე დაკვირვება და მსჯელობა, ჰქონდეს მხატვრული წარმოსახვის უნარი. გამოიმუშავოს ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
ქართ.VI
ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას(მიზანი,ავტორი)
ქართ.VI
ამოკრეფს ტექსტიდან აზრობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილებს.
იმსჯელებს ნაწარმოებში გამოხატულ განწყობაზე.
განსაზღვრული მისაღწევი შედეგი სინდიკატორები.
ქართ.VI
ხატოვან გამონათქვამებს იყენებს მიზანმიმართულად.
ქართ.VI
ქმნის ორიგინალურ თხზულებას. პროვოცირება (8 წუთი)
    კლასში მასწავლებლის მიერ შექმნილია რევაზ ინანიშვილის გარემო, სურათი სტრიქონები მისი ნაწარმოებიდან. მისალმებისა და გაკვეთილის თემის აქტუალობაზე საუბრის შემდეგ მივმართავ აქტივობას. მონაწილეობს მთელი კლასი.
                                     კითხვა - პასუხი
1.სად და როდის დაიბადა რ. ინანიშვილი?
პასუხის შემდეგ რუკაზე ვიჩვენებთ მწერლის სოფელს (ხამმში) მოსწავლეები იხსენებენ რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებებს: "მირანდუხტი",  "მუხა",  უშიშარი ბიჭი იოსები ",  "ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები",  "კაცები", "არდადეგები".
                    აქტივობა II
კითხვა (10 წუთი) მოსწავლეებს ვთხოვ წაიკითხონ ტექსტი(მთელი კლასი)
შინაარსის გადმოცემა კითხვა-პასუხით:
1.      ვინ გვიყვება მოთხრობაში მომხდარ ამბავს?
2.      როგორი დამოკიდებულება აქვს კაცს ფრინველების მიმართ?
3.     რატომ ეშინია იოსებას სიზმრისა?
      
           აქტივობა III
კითხვა-პასუხი(მთელი კლასი)(3 წუთი)
      1.მოძებნეთ ადგილი,სადაც ჩანს იოსება როგორ ექცევა ყვავის ბახალებს,როგორ გადაუხადა მან სამაგიერო დაუბუმბლავ ბარტყებს?
            აქტივობა VI
  კითხვა-პასუხი(მთელი კლასი)(5 წუთი)
1.       თუ გქონდა რაიმე საერთო მიზეზი ყვავის დაჩხავლას,მისი დედის ფეხის ტკენასთნ?
2.       რა არის ამ ნაწარმოების თემა და რა არის იდეა?
3.      რა განწყობას უქმნის მკითველს ეს ნაწარმოები?
4.      რას მოელის მკითხველი?
5.      რის წინააღმდეგ ილაშქრებს ავტორი?
6.       ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას? და რატომ ?
7.       როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს ტყისა და ფრინველებისადმი?
8.      ტექსტის მიხედვით დავახასიეთოთ იოსება.
9.      პარალელი გავავლოთ იოსებასა და "ტყის ქათამში"მოცემულ კაცს შორის,რა აქვთ საერთო და რა აქვთ განსხვავებული?
10.  სად დაიღუპა იოსები და რომელ წელს?
                აქტივობა VI
   საშინაო დავალება (ინდივიდუალური)(3 წუთი)
   გაიხსენეთ და დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილება,როგორი ურთიერთ მოპყრობა არის საჭირო ბუნებისადმი?
       11. რა არის ნაწარმოების მთავარი პრინციპი?
    კლასს ვყოფ ორ ჯგუფად,ფურცელზე დაწერილ სქემას ვაძლევ,გმირის რუკა.(დრო 5 წუთი)
        1. რა თვისებები ჰქონდა იოსებას?
         2. არგუმენტი მოთხრობაში მოცემული გმირისადმი.
    შემდეგ როდესაც წაიკითხავს ორივე ჯგუფი ნაწარმოებში ორივე გმირის თვისებებს და მოცემულ არგუმენტებს,ის დაეხმარება ბავშვებს ტექსტთან მუშაობის უნარში.
      შეფასებას ვაწარმოებ როგორც ჯგუფურად,ასევე ინდივიდუალურად,კომენტირებულად.(დრო 10 წუთი)
       ვაძლევ საშინაო დავალებას აქტივობის რვეულიდან, შეადგინოს ნაწარმოების გეგმა და გეგმის მიხედვით დაახასიათონ იოსება.(10 წუთი)




No comments:

Post a Comment